თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ბლოგპოსტი – „უწყვეტი კრიზისის ქრონია: საზოგადოებრივი მუწყელის ისტორია" – გამოაქვეყნა.
„საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავე კრიზისს განიცდის. რთული დასადგენია, თუ რა მოვლენები ვითარდება მაუწყებლის შიგნით და რა პოლიტიკური თუ პირადი მოტივაციები იმალება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიღმა. ამიტომაც, დასკვნების გამოტანამდე, ურიგო არ იქნებოდა თვალი გადაგვევლო საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ათწლიანი ისტორიისთვის 2004 წლიდან მოყოლებული, როცა სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა", ნათქვამია ბლოგპოსტზე.
წყარო: transparency.ge