en
ge

დემოკრატიის ევროპული ფონდი საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს

თბილისი. 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) აღმასრულებელ დირექტორი იერჟი პომიანოვსკის შეხვდება.
დემოკრატიის ევროპული ფონდი ახლახანს დაარსდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით. მისი მიზანია ღრმა და მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა და წახალისება გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. ფონდი მიიღებს განაცხადები პლურალისტური, მრავალპარტიული სისტემის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი ზომისა და სტატუსის მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის, მოძრაობისა თუ ცალკეული აქტივისტისაგან. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დემოკრატიის ევროპული ფონდის ინტერნეტ-გვერდი (http://democracyendowment.eu/).
ღონისძიების მიზანია უკეთ გააცნოს საზოგადოებასა დემოკრატიის ევროპული ფონდის მანდატი და მუშაობის პრინციპები აღმასრულებელ დირექტორთან ინტერაქტიული შეხვედრის გზით.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)