თბილისი. 12 ოქტომბერს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ემიჯნება პეტიციას ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ და მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას მეტი პრაგმატიზმით მიუდგეს აღნიშნულ საკითხს. ამასთან, ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სპორტს, თითოეულ ქართველ სპორტსმენს და უსურვებს მათ წარმატებებს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში