თბილისი. საიამ, გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„...მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, რისთვისაც კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კომისიაში დაბრუნდეს, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ შეხვედრების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge