en
ge

სამუშაო შეხვედრა პედაგოგებისთვის გორში

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთის" გორის ოფისში, გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებული კლუბების ხელმძღვანელ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბები ჩამოყალიბებულია პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" – ფარგლებში. ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ათმა პედაგოგმა მიიღო. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის გამოყენება საგანმანათლებლო სფეროსა და საკლუბო მუშაობაში. შეხვედრაზე პედაგოგებმა კლუბების საქმიანობებზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით შეისწავლეს ბლოგების შექმნა, მათზე ინფორმაციის განთავსება და ფეისბუქის გამოყენება. 
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)