სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მოსახლეობას იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრის პარალელურად მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა.
პროექტი: „უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში