იმერეთი. 11 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ტრენინგი ოჯახური ძალადობის საკითხებზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის. განხილული იქნა შემდეგი საკითხები: რა არის ოჯახური ძალადობა, ოჯახური ძალადობის ფორმები, გენდერი, ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში, ტრადიციული და სტერეოტიპული მიდგომები ოჯახური ძალადობის საკითხებზე და სხვა.
თანატოლთა განათლების ტრენინგი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში