თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა კოკა კიღურაძისა და ნინო სუხიშვილის ბლოგპოსტი ქართული საარჩევნო სისტემის ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე. „უკანასკნელი წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობა არ ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რაც გარკვეულწილად მიუთითებს მთავრობის ნების არარსებობას, საარჩევნო სისტემის რეფორმირება მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობის ფონზე. თუმცა, ბოლო პერიოდში არსებობს მისასალმებელი ტენდენცია და პოლიტიკური ნება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები ფართო დისკუსიის საგანი გახდეს და იგი არსებითად გადაიხედოს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emcrights.wordpress.com