თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას აქვეყნებს. „..კოალიციის მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს მართლმსაჯულების საკუთარი ხედვა და აქტიურად შეუწყოს ხელი მის იმპლემენტაციას.
ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის კოალიციის მოსაზრებების მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისათვის. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესოა საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.
ამ მიზნით, კოალიციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ შეხვდნენ და ითანამშრომლონ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან, მათი მხრიდან ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში", ნათქვამია განცხადებაში
წყარო: 42–ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში