სამცხე–ჯავახეთი. ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფილმის „სახლის" ჩვენება. იგი ეხება სამყაროს წარმოშობას, მის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს და მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესს.
პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:cso.ge