en
ge

სემინარი ტუბერკულოზის პრევენციის საკითხებზე

შიდა ქართლი. 16 ოქტომბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა სემინარი ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით.
სემინარში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები. მისი მიმდინარეობისას განხილეს რამდენიმე საკითხი : რა არის ტუბერკულოზი, ტუბერკულოზის ეპიდემოლოგია საქართველოში, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგია, ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ტუბერკულოზის ადვოკატირების საკითხები. ასევე, სემინარის მიმდინარეობისას მოხდა სოციალური ვიდეოკლიპის დემონსტრირება.
შეხვედრის ბოლოს დამსწრეებმა იმუშვეს მცირე ჯგუფებში ტუბერკულოზის ადვოკატირების თემაზე და მოაწყვეს პრეზენტაციები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)