en
ge

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა – „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში". „IDFI კვლევის ფარგლებში შეეცადა გაერკვია რამდენად დაცულია საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობა, თანაბარ პირობებში მიმდინარეობს თუ არა საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო მოსამსახურეთა, როგორც რიგით, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მიღება და განთავისუფლება. საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, ინსტიტუტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, იმის დადგენა თუ რამდენად უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით ორივე სქესის საჯარო მოსამსახურეებისათვის შობადობის ხელშეწყობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
„საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სპეციფიკურ ძალოვან სამსახურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალ თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია, თუმცა საპირისპირო მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომელთა შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობას".
კვლევა
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)