en
ge

„გადავარჩინოთ ბავშვები“ – პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია

სამცხე–ჯავახეთი. 16 ოქტომბერს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების" (Save the Children) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პროექტის - ,,კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და სპეციალური სკოლების მოსწავლეებისათვის" – შედეგები შეაჯამეს. პროექტი წელიწადნახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა და მისი მიზანი რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისა და აღსაზრდელების საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადება იყო.
შეხვედრაზე ადგილობრივ სამთავრობო უწყებებთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორობის პირობებსა და თანამშრომლობის ფარგლებს. ასევე ითქვა, რომ პროექტი გაგრძელდება და მასში სამომავლოდაც უფრო მეტი სპეცსკოლა ჩაერთვება.
ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის დაფინანსებით „დიპეკოს" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მას ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები ASB-სთან ერთად ორ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში, ახორციელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023