თბილისი. 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ცესკოს ხელშეწყობით, სტუდენტებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი გამართა. შეხვედრის თემა იყო: „სტუდენტების როლი და ინიციატივები თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისთვის". შეხვედრაზე მოეწყო საარჩევნო პროცესის სიმულაციები.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში