კახეთი. „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა", აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ტუბერკულიოზის შესახებ თელავში საინფომაციო აქცია გამართა.
აქციის ძირითადი ამოცანაა, საზოგადოებაში დაიძლიოს სტერეოტიპული მიდგომა ტუბერკულიოზის შესახებ. აქტივობის ფარგლებში, მოხალისე ახლგაზრდებმა ტუბერკულიოზის შესახებ ბუკლეტები ქუჩაში დაარიგეს.