en
ge

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის დაგეგმვა

კახეთი. 9–12 სექტემბერს კაჭრეთში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივით გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა. რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფორუმის დამფუძნებლები კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და PH international-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
სამდღიან შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული ფორუმის საქმიანობა,სტრატეგია, ხედვა, მისია და ამოცანები განისაზღვრა და  დეტალურად გაიწერა ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა 2013წლის ოქტომბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე. გეგმა ყველა იმ მიმართულებასა და ასპექტს მოიცავს, რომელიც ფორუმის პრიორიტეტად იქნა მიჩნეული და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებებს შორის უმთავრესია: ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარება; სამოქალქაო განათლების პედაგოგთათვის პროფესიული განვითარების სერვისების შექმნა და მიწოდება;  სამოქალაქო განათლების განვითარების პოლიტიკის ადვოკატირებადა სასკოლო სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
წყარო:კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)