კახეთი. „სამოქალაქო ინიციატივამ" და სათემო კავშირმა „ნუკრიანმა" ვაქირში, „ბილიანის" ანძასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „ადგილობრივების ღრმა რწმენით ნერვული სისიტემის, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სხვა დაავადებების მიზეზი მობილური ტელეფონის ანძებია. ვაქირის ადგილობრივი მოსახლეობა არამართებულად მიიჩნევს საცხოვებელ ადგილებში, განსაკუთრებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელეფონო ანძების არსებობას".
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების ინიციატივით რადიაციის სიხშირე დამოუკიდებელმა ექსპერტმა გაზომა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ანძას „ადამიანების ჯანმთელობისთვის საშიში არანაირი გამოსხივება არ აქვს".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში