ქვემო ქართლი. 16 ოქტომბერს, რუსთავში, „სიდას" ინიციატივით, სამოქალაქო ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დებატები – „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები". შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის თითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ქალაქის თვითმმართველობის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა 2013 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობებს და 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს კონკრეტული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც უნდა მოხდეს 2014 წლის ბიუჯეტის ფარგლებში.
წყარო: cida.ge