კახეთი. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტებისათვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის თქმით, სტუდენტების ჩართვა საარჩევნო პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია: ,,შეხვედრისას ჩატარდა არჩევნების მოდელირება, რომლის მიზანია მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის ხმის მიცემის პროცედურების შესახებ".