მცხეთა–მთიანეთი. 17 ოქტომბერს „სიდას" ინიციატივით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები სხვა რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად შიომღვიმეს და მცხეთას ესტუმრნენ. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მოინახულეს შიომღვიმის უძველესი მონასტერი და ასევე დაათვალიერეს მცხეთის სამთავროს მონასტერი. აქტივობაში მონაწილეობდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები და ასევე „სიდას" ინიციატივის „უფროსი მეგობრის" მონაწილეები.
ღონისძიება განხორციელდა არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, ასევე რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით.
წყარო:cida.ge