en
ge

ტრენინგი ოჯახური ძალადობის თემაზე

იმერეთი. 15 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს თემაზე „ოჯახური ძალადობა". ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების და ოჯახური ძალადობის საკითხებზე. განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები: ოჯახური ძალადობის ფორმები; ოჯახში ძალადობის დინამიკა; საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები; ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები და ოჯახში ძალადობის ძირითადი მახასიათებლები.
ტრენინგების მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სავარჯიშოები. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ დისკუსია ოჯახური ძალადობის და მისი პრევენციის საკითხებზე, ასევე ეხილათ ვიდეო რგოლები ოჯახური ძალადობის პრევენციაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)