თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს პრემიერ–მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოზიცია პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. დასაბუთებას და განმარტებას მოითხოვს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე გრიფით „საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მალე დასრულდება და საზოგადოება პრობლემის შესახებ დასაბუთებულ დასკვნას მიიღებს. ... ჩვენს გაკვირვებას იწვევს თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი შეხედულება, რომლის თანახმადაც, „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ სხვადასხვა პერიოდში გავრცელებული განცხადებები ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების შესახებ, შეფასებულია, როგორც პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში