ქვემო ქართლი. 19 ოქტომბერს სიქას თანასწორგანმანათლებლებმა ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - „ჯანმრთელი კვების კავშირი" – ჩაუტარეს. ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაცია RTI International -თან პარტნიორობით, რომელთა მიერ მოხდა თანასწორგანმანათლებელთა გადამზადება კონკრეტული სატრენინგო მოდულის მიხედვით. ტრენინგს დაესწრნენ წალკის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტების „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების უფროსკლასელები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში