თბილისი. 21 ოქტომბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესის" შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქრთველოში არსებული პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
„კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარალმენტის, მთავრობის კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით, როგორც შესყიდული ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსანტრაპორტო საშუალებების შემთხვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge