თბილისი. 21 ოქტომბერს, გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით ჩატარდა პრეზიდენტობის კანდიდატთა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 12 პრეზიდენტობის კანდიდატი და მათი წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებიდან.
შეხვედრის მიზანის წარმოადგენდა თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატების შეხედულებების გაცნობა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში