თბილისი. 22 ოქტომბერს, ამერიკის ვისკონსინის შტატის სენატორი, ლინა ტეილორი შეხვედრას „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" დეპუტატებთან გამართავს. შეხვედრა დაეთმობა საკითხებს: საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ახალგაზრდების როლი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში; ამერიკული დემოკრატია.
სენატორი ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ლინა ტეილორი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ეწვია.
ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატებს სენატორი 18:00 საათზე, ილიას უნივესიტეტის „ა" კორპუსის 101 საკონფერენციო დარბაზში შეხვდება.