en
ge

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

თბილისი. 22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის სამი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც ერთიანობაში მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. საიას ახალი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.
ანგარიში – სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში (იანვარი–ივნისი, 2013)
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)