en
ge

წიგნის კითხვის კლუბი

თბილისი. 202-ე საჯარო სკოლაში, სადაც უსინათლო და სუსტადმხედველი მოზარდები სწავლობენ, წიგნის კითხვის კლუბი ამოქმედდა. კლუბს პატრონაჟს თანამედროვე მწერლები გაუწევენ. ამ სკოლის მოსწავლეებს, თბილისის სხვა საჯარო სკოლის თანატოლებთან ერთად, საშუალება ექნებათ შეხვდნენ ქართველ მწერლებს და მათთან ერთად განიხილონ ნაწარმოებები, იმსჯელონ მათთვის საინტერესო თემებზე.
კლუბის მუშაობისთვის, N#202 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ნაწარმოებები გადაეცა ტაქტილური ფორმის ნახატების დართვით.
საქმიანობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარების პროგრამის" და კავშირის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე" თანამშრომლობით.
წყარო: განათლების სამინისტროს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)