სვანეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ალიანსი საზოგადოების წინსვლისთვის", 12–18 ოქტომბერს მესტიაში გამართა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ტრენინგი: „იყავი კარგი მოქალაქე". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული ფონდის „ახალგაზრდები აქტივობაში" – მიერ და აერთიანებს ევროპის რვა ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ტრენინგის მიზანი იყო კულტურათა შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ევროპის ქვეყნებისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს მონაწილე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილი, მისწრაფებები. ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, კონფლიქტებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
წყარო: ორგანიზაცია „ალიანსი საზოგადოების წინსვლისთვის"