en
ge

ევროპის დღე ოზურგეთში

ევროპის დღე ოზურგეთში
გურია. „სტუდენტურ–ახალგაზრდულ სათათბიროში" მომუშავე  EVS მოხალისეებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად „ევროპის დღე" აღნიშნეს. ღონისძიება მოიცავდა როგორც გასართობ, სპორტულ, ასევე შემეცნებითი შინაარსის აქტივობებს.  ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ვიქტორინაში და ევროპული ქვეყნების შესახებ საკუთარი ცოდნა გამოსცადეს. ევროპელმა მოხალისეებმა კი მცირე „აღლუმი" მოაწყვეს და საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს – „აღლუმი" ოზურგეთის თეატრიდან დაიწყო, რამდენიმე ქუჩა მოიცვა და ისევ თეატრთან დასრულდა. მოხალისეებმა საინფორმაციო ლიფლეტები დაურიგეს მოსახლეობას, რომელშიც აღწერილი იყო 9 მაისის – „ევროპის დღის" წარმოშობის ისტორია და ასევე მოხალისეობის შესახებ ინფორმაცია და მისი მნიშვნელობა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ თემატიკას მიეძღვნა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023