en
ge

ვისკონსინის სენატორი 24 ოქტომბერს არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისი. 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ვისკონსინის შტატის (აშშ) სენატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე სენატორი მოკლე მოხსენებას გააკეთებს ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი სისტემების, ამერიკული დემოკრატიის, საკანონმდებლო პროცესისა და გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების შესახებ. სენატორი ტეილორი ასევე ისაუბრებს მისი, როგორც სენატორის გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს ის ამომრჩეველთა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმირებას და ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში. იგი ასევე შეეხება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების (მათ შორის სოციალური მედიის) გამოყენების პრაქტიკას.
მოხსენების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია მიაწოდონ სენატორს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და კითხვები დაუსვან მათთვის საინტერესო თემებზე.
ვრცლად სენატორის შესახებ იხილეთ legis.wisconsin.gov/senate
მისამართი:თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)