en
ge

„დისკუსიის კვირეული“ გრძელდება

აჭარა. 23 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდულმა კოლეგიამ" დისკუსიის კვირეულის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ჯემალ ფუტკარაძესა და პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შორის შედგა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისათვის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა, საბჭოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო შეკითხვებზე , გამოხატენ საკუთარი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და გაუზიარეს ხედვა რეგიონში არსებული პრობლემების მოგავრებასთან დაკავშირებით. პროექტ „დიკსუსიის კვირეულის" ფარგლებში უკვე გაიმართა სამი შეხვედრა ახალგაზრდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)