ქვემო ქართლი. 22 ოქტომბერს სიქას რუმინელმა მოხალისემ, რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ჩაატარა სემინარი „FIRST AID". სემინარზე მოკლედ განიხილეს პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითადი მეთოდები, თემები. მოხალისე სამოქალაქო კლუბების წევრებს ესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოტეხილობისას, კანის ზედაპირის დაზიანებისას, გულის წასვლისას და შოკური მდგომარეობისას, მოხალისემ ასევე განიხილა 2 დაავადება გულის შეტევა და ეპილეფსია, გამოკვეთა ამ დაავადებათა ძირითადი სიმპტომები და ამ დაავადების მქონე ადამიანისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის მეთოდები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში