კახეთი. „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი" და „სამოქალაქო ინიციატივა" ახორციელებენ პროექტს „აქტიური ახალგაზრდობა-დაცული კულტურული მემკვიდრეობა". პროექტის ფარგლებში სიღნაღის რაიონის ოთხ სოფელში - ქვ.მაჩხაანში, ტიბაანში, ვაქირსა და ანაგაში ადგილბრივი მოსწავლეების მეშვეობით შეგროვდება, აღინუსხება აღნიშნული სოფლების მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა (ძვ. ქიზიყური სახლები, ფოტოები, ძველი ნივთები, და ზეპირი ისტორიები და გადმოცემები) და განთავსდება მუნიციპალიტეტის საიტზე, სპეციალურად გამოყოფილ კატეგორიაში. ასევე, სიღნაღში განთავსდება მიმანიშნებელი აბრები, სადაც დაიტანება ინფორმაცია აღნიშნული სოფლების ღირსშესანიშნაობების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში