en
ge

გამწვანების საინფორმაციო კამპანია ქუთაისში

იმერეთი. 23 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ეკო კლუბის წევრებმა გამწვანების საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვის საკითხებზე. ცენტრის წევრებმა პლაკატები მოამზადეს და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ გარემოს დაცვაზე, მისი სისუფთავისა და სიმწვანის შენარჩუნებაზე, მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე. აღნიშნული სამოქალაქო აქტივობა წარმოადგენს ახალაგზრდული ცენტრის წევრების მიერ დაგეგმილი ეკო ღონისძიების შემადგენელ ნაწილს, რომელიც ოქტომბრს თვეში განხორციელდება. 
საინფორმაციო კამპანია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)