თბილისი. 24 ოქტომბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. მაისაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს") ფარგლებში.
„21 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, ვახტანგ მაისაიამ ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას მოთხოვნით, გამოიძიოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
პროექტს „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში