იმერეთი. 23 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ეკოკლუბის წევრებმა გამწვანების საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვის საკითხებზე. ცენტრის წევრებმა პლაკატები მოამზადეს და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ გარემოს დაცვაზე, მისი სისუფთავისა და სიმწვანის შენარჩუნებაზე, მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე.
საინფორმაციო კამპანია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში