თბილისი. 25 ოქტომბერს, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ანაზღაურებად სტაჟირებაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სტაჟირების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, 25 ოქტომბერს ღია კარის ფორმატში კონსულტაციები გაიმართება 12:00–დან 16:30 საათამდე, ხოლო პროგრამის პრეზენტაცია 16:30 საათზე. მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 5.
წყარო: პროგრამის გვერდი სოციალურ ქსელში