en
ge

დღეს გაიმართება აქცია დევიზით: დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!

თბილისი. 25 ოქტომბერი. 15:00 საათზე კოალიციის – "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" –  ინიციატივით, გაიმართება აქცია დევიზით - „დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!", რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მეგობრები მიიღებენ.
მიუხედავად იმ პრობლემისა, რასაც გადაადგილების დროს აწყდებიან ეტლით მოსარგებლე პირები, ისინი მაინც საარჩევნო უბანზე მისვლით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საზოგადოებასაც მოუწოდებენ იყვნენ მოქალქეობრივად აქტიურები. აქციაზე დარიგდება საინფორმაციო ფლაერები.
ამ ღონისძიების პარალელურად, აქცია გაიმართება გორში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ოზურგეთში.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე 27 არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა დამოუკიდებლობას და კეთილდღეობას ქართულ საზოგადოებაში.
მქონე პირთა სამოქალაქო ინტერესები და უფლებები.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)