თბილისი. www.ngomap.eu – ვებ–გვერდი, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ელექტრონულად განათვსონ პრობლემა, რომელიც მათ ირგვლივ არსებობს. ასევე, ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა. საუკეთესო ადგილობროვი ინიციატივის ავტორები 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან ვარშავაში სასწავლო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან კონკურსის საბჭოს, რომელიც დაეხმარება მათ ინიციატივის განხორციელებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე, დაწერონ მათი ინიციატივები, ასევე შეუძლიათ ატვირთონ ვიდეობი, სურათები იდეის უკეთ წარმოსაჩენად. ინიციატივები მიღება 16 სექტემბრამდე. ხმის მიცემა კი იწყება 17 სექტმებრიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. ყველაზე მეტი ხმის მფლობელი იქნება გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება პოლონეთში