ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საკუთარი დადგენილებით გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შედგენილი რეკომენდაციათა პაკეტი ,,ეროვნული უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების გლობალური პრინციპების შესახებ."
მასზე ორწლიანი მუშაობის პროცესი სამხრეთ აფრიკაში, ცვანეში დასრულდა და სახელწოდება ,,ცვანეს პრინციპები" სიმბოლურად აქედან მომდინარეობს. ცვანეს რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავებაში 70 ქვეყნის 22 საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აკადემიური წრეების 500 მეტი ექსპერტი მონაწილეობდა. ცვანეს პრინციპების მიღებით, საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების უპირატეს მნიშვნელობას დემოკრატიისა და ღია მმართველობის, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ საჭირო ზომების გასატარებლად.
წყარო: idfi.ge