აჭარა. 24 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" ბრიფინგი გამართეს. სადაც წარმოადგინეს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: „ადამიანის უფლებათა ცენტრის", „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის", „კონსტიტუციის 42–ე მუხლის", „ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის", „უფლებადამცველთა გაერთიანების", „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის" და „ახალგაზრდა ადვოკატების" ერთობლივი მიმართვა. სადაც საუბარია ქობულეთის ერთ–ერთი კოლეჯის დირექტორის მიერ მოადგილის გათავისუფლების საკითხზე და ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისთვის.