აჭარა. 28 ოქტომბერს, „აგროსერვისის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა: „ცოფის დაავადება და იმუნიზაცია". შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადეოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ძირითადად ცოფის ვირუსთან დაკავშირებით აჭარაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და პრობლემის გადაჭრის გზების პოვნის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ეს უკანასკნელი კი, დამსწრე საზოგადოების აზრით, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებით, მოსახლეობის ინფორმირებით, მისუაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენებით და მათი დაავადების გამოკვლევით მიიღწევა. შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო ცხოველების მასობრივ იმუნიზაციასა და მათ შობადობაზე კონტროსლის განხორციელებაზე.