თბილისი. 2 ნოემბერს, ქსელი „განათლება ამერიკაში", აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო განათლების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა. 14:30–დან 17:00 საათამდე გამოფენას უმასპინძლებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის 7). დასწრება თავისუფალია, დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
გასამართი ღონისძიებების პროგრამა
14:30 საათი: გამოფენის გახსნა, წარმოდგენილია 26 ამერიკული უნივერსიტეტი!
15:00 საათი: პრეზენტაცია აშშ-ის მთავრობის გაცვლით პროგრამებზე
15:30 საათი: პრეზენტაცია "5 ნაბიჯი უმაღლესი განათლებისკენ აშშ-ში"!
17:30 საათი: გამოფენის დასასრულს მოიგეთ ჭიქები, მაისურები და სხვა სუვენირები!
ტელ: (995-32) 2 252615 - საერთაშორისო განათლების ცენტრი
გამოფენა ორგანიზებულია საქართვველოში აშშ–ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების მხარდაჭერით.
წყარო: საერთაშორისო განათლების ცენტრი