თბილისი. 30 ოქტომბერს, „ტფილისის ჰამქარი" და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამართავს შეხვედრას: ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხები. შეხვედრის თემებია: სახელმწიფოს, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა; ინსტიტუციონალური მოწყობა (კერძო და სახელწიფო სექტორების თანამშრომლობის ჩათვლით); ფინანსური სტრუქტურა (სუბსიდირების სქემები, საგადასახადო შეღავათები, „მბრუნავი ფონდები".) მემკვიდრეობის ეკონომიკის ათი ძირითადი პრინციპი; ისტორიული კონსერვაცია თანამედროვე ურბანულ განვითარებაში: ისტორიული შენობების ადაპტაცია და ხელახლა გამოყენება; შედეგობრივი ინვესტიცია: ინვესტორების ხედვა ფინანსური მოგების მიღმა და ხელშესახები სოციალური და გარემოს დაცვითი შედეგები; ცნობიერების ამაღლება: მემკვიდრეობის სოციალური, კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური ღირებულების კაპიტალიზაცია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში