იმერეთი. მიმდინარე წლის აგვისტოში, პოლონურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, „ფონდმა მდგრადი განვითარებისთვის" ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან, ასოციაცია CENN–თან, „ელკანასთან" და შავი ზღვის ეკო–აკადემიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტის „ლიდერთა აკადემია” განხორციელება.
პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი მაცხოვრებლების გააქტიურება სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, რეგიონებს შორის თანამშრომლობის დამყარებისა და ადგილობრივი განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან არასამთავრობო და grassroots ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ლიდერები საქართველოს 5 მუნიციპალიტეტიდან: ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, ამბროლაური და ქედა.
პროექტის აქტივობები მიზნად ისახავს პროექტის „ლიდერთა აკადემია" ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და პოლონეთში სასწავლო ვიზიტის საშუალებით ადგილობრივი ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ადგილობრივ დონეზე განხორციელებული მცირე ინიციატივების მხარდაჭერას.
მცირე პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ლიდერები გაივლიან მონიტორინგსა და შეფასებას და განიხილავენ შესწავლილ გაკვეთილებს.