საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების შესახებ წინასწარი შეფასებები და დასკვნები გამოაქვეყნა. განცხადება წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტისა (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგია.
„27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ეფექცტურად იმართებოდა და გამჭვირვალე, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სიტყვის, გადაადგილებისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი კამპანია თავისუფლად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. საარჩევნო კამპანია ძირითადი დარღვევების გარეშე მიმდინარეობა. მოცემულ არჩევნებზე მედია ნაკლებად პოლარიზებული იყო და წარმოადგინა მოსაზრებათა ფართო სპექტრი. არჩევნების დღეს, ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: osce.org