en
ge

ტრენინგები საგადასახადო კოდექსის თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით ქუთაისსა და ოზურგეთში საგადასახადო კოდექსის თემაზე ტრენინგები ჩატარდა. შეხვედრებს იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტები და იურისტები დაესწრნენ. ტრენინგები ფოკუსირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე. 
შეხვედრები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში. საგადასახო კოდექსის თემაზე ბოლო ტრენინგი 30 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება.
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) – ფარგლებში.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)