en
ge

შეხვედრა მეწარმეებთან გორში

შიდა ქართლი. 29 ოქტომბერს, გორში კონსტიტუციის 42-ე მუხლის ექსპერტებმა მეწარმეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის იურისტებმა დაინტერესებულ პირებს კონსულტაციები გაუწიეს საგადასახადო საკითხებზე, ასევე გააცნეს საგადასახადო სფეროს საკანონმდებლო ცვლილებები, საგადასახადო კონტროლის პროცედურები და შემოწმების სახეები. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური გზების შესახებ. შეხვედრა გაიმართა პროექტის - „მცირე და საშუალო ბიზნესმესაკუთრეთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ" - ფარგლებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)