იმერეთი. 29 ოქტომბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის – „ოჯახური ძალადობის და გენდერული თანასოწრობის საკითხები" – მიზანს წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის და გენდერის თემის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის. განიხილეს საკითხები: რა არის გენდერი, სქესი და გენდერი, ფემინიზმი, საქართველოს ისტორია გენდერთან მიმართებაში, გენდერული სტერეოტიპები, რა არის ოჯახური ძალადობა, ოჯახური ძალადობის ფორმები, ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში, ტრადიციული და სტერეოტიპული მიდგომები ოჯახური ძალადობის საკითხებზე და სხვა. თანატოლთა განათლების ტრენინგი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში